წლევანდელი აქცენტი კლიმატის სამართლიანობაზე მიზნად ისახავს წაახალისოს კავშირი და თანამშრომლობა კლიმატის მოძრაობასა და საერთაშორისო ღია საზოგადოებას შორის

წლევანდელი აქცენტი კლიმატის სამართლიანობაზე მიზნად ისახავს წაახალისოს კავშირი და თანამშრომლობა კლიმატის მოძრაობასა და საერთაშორისო ღია საზოგადოებას შორის. ცოდნის გაზიარება წარმოადგენს ადამიანის უფლებას და კლიმატის კრიზისთან გამკლავება მოითხოვს ცოდნის სწრაფ გაცვლას გეოგრაფიულ, ეკონომიკურ და სამეცნიერო დარგებში არსებულ საზღვრებს შორის.

ღია წვდომის საერთაშორისო კვირეული არის საზოგადოებათა შორის კოორდინაციის დრო. კვირეულის მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევებისთვის ღიაობის პრინციპის სტანდარტად ქცევა და კვლევათა ცენტრში თანასწორობის იდეის დაყენება. ღია წვდომის კვირეულის მრჩეველთა კომიტეტის მიერ შერჩეული წლევანდელი თემა არის შესაძლებლობა რომ გავერთიანდეთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები და გავაუმჯობესოთ ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ღიაობა ხელს კლიმატის სამართლიანობას.

ღია წვდომის კვირეული ჩატარდება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით; თუმცა, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს დისკუსიებს და ხელი შეუწყოს სხვადასხვა აქტივობებს  „ღიაობა კლიმატის სამართლიანობისთვის“ თემის ირგვლივ წელიდაწის იმ დროს, როდესაც ეს მისთვის ყველაზე მოსახერხებებელია და მოარგოს თემა და აქტივობები ადგილობრივ კონტექსტს.

—----------------------------------------------------------------------------

დამატებითი ინფორმაციისთვის ღია წვდომის საერთაშორისო კვირეულის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს openaccessweek.org. ტვიტერის ოფიციალური ჰეშთეგი კვირეულისთვის არის #OAWeek.

ამ განაცხადის თარგმანები სხვადასხვა ენებზე შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე  openaccessweek.org-ზე.                                                                                            წლევანდელი ღია წვდომის კვირეულის თემის გრაფიკები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე openaccessweek.org-ზე.


SPARC-ის შესახებ

SPARC არის არაკომერციული ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს კვლევისა და განათლების იმგვარ სისტემებს, რომელთაც სტანდარტად აქვთ მიღებული ღიაობის პრინციპი და დიზანით თანასწორობის იდეის გამტარებლები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ ყველას უნდა გააჩნდეს წვდომა და შეეძლოს საკუთარი წვლილის შეტანა ცოდნაში.

საერთაშორისო ღია წვდომის კვირეული დაარსდა SPARC-ისა და სტუდენტური საზოგადოების პარტნიორების მიერ 2008 წელს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს sparcopen.org-ზე.

ღია წვდომის საერთაშორისო კვირეულის შესახებ

ღია წვდომის კვირეული არის ფასდაუდებელი შანსი, ერთმანეთს დაუკავშიროს ცოდნის ღია გაზიარების იდეა, პოლიტიკის ცვლილებები და სოციალური საკითხების მნიშვნელობა. ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს მთელი მსოფლიოს მოსახლეობაზე. ღონისძიებას აღნიშნავენ ინდივიდები, ინსტიტუციები და ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში და მის ორგანიზებას ხელმძღვანელობს გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი. ღია წვდომის კვირეულის ოფიციალური ჰეშთეგია #OAweek

“ღიაობა კლიმატის სამართლიანობისთვის” წარმოადგენს  წლევანდელი ღია წვდომის საერთაშორისო კვირეულის თემას (24-30 ოქტომბერი).
კლიმატის სამართლიანობა არის აშკარა აღიარება იმისა, რომ კლიმატის კრიზისს აქვს შორსმიმავალი ეფექტი და კრიზისის ზემოქმედება „არ არის თანაბრად ან სამართლიანად გადანაწილებული მდიდრებსა და ღარიბებს, ქალებსა და მამაკაცებს, უფროს და ახალგაზრდა თაობებს შორის“, როგორც ამას გაერო აღნიშნავს. ძალაუფლების ეს დისბალანსი ასევე გავლენას ახდენს თემების უნარებზე, აწარმოონ, გაავრცელონ და გამოიყენონ კლიმატის კრიზისის გარშემო არსებული ცოდნა. ღიაობას შეუძლია შექმნას ცოდნის უფრო თანაბარი გაზიარების გზები და გახდეს იმ უთანასწორობათა აღმოფხვრის საშუალება, რომელსაც ქმნის კლიმატის ცვლილების გავლენა და ჩვენი პასუხი მასზე.

Previous
Previous

हिन्दी

Next
Next

Magyar